სად გააგრძელებს კარიერას ბუდუ ზივზივაძე?
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ზივზივაძეს კონტრაქტი "ფეჰერვართან" შემდეგი წლის ზაფხულამდე აკავშირებს, შესაბამისად, ის კლუბში რჩება და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის ემზადება. საიდუმლო არ არის, რომ იყო მოლაპარაკებები უცხოურ გუნდებთან, მაგრამ არ გვეჩქარება, ფეხბურთელი შესანიშნავ ადგილზეა. კლუბმა კონკრეტული ფასი დააწესა და თუ რომელიმე გუნდი გადაიხდის, მაშინ ბუდუს შეუძლია წავიდეს. ის უნგრეთში თავს შესანიშნავად გრძნობს, შესაძლოა დარჩეს "ფეჰერვარში" და კონტრაქტი გაახანგრძლივოს კიდეც. ვიცი, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა, დიდებული თავდამსხმელები თამაშობენ, მაგრამ თუ ბუდუ "ფეჰერვარში" დარჩება, ბომბარდირის ტიტულისთვის იბრძოლებს. მინდა "უიპეშტს" და კლუბის სპორტულ დირექტორს, ისტვან სალოის მადლობა გადავუხადო, რადგან ბუდუმ იქ კარგი შესაძლებლობა მიიღო და ამასთან, საჭირო დროს იგი უპრობლემოდ გაუშვეს. ფეხბურთელის კარიერაში არის აღმასვლები და დაღმასვლები, მაგრამ უნგრეთში ბუდუ "ფეჰერვარზე" უკეთესს გუნდში ვერ წავა. ეროვნული ნაკრების პაუზის გამო. იგი გუნდს 28 ივნისისთვის შეუერთდება. ბუდუ კლუბში სჭირდებათ და მას იქ ელიან, თუმცა სურვილის და შეთავაზების შემთხვევაში წასვლაში ხელს არ შეუშლიან", - თქვა ლაშა ოდილაძემ უნგრულ მედიასთან საუბარში."ფეჰერვარმა" უნგრეთის ჩემპიონატში 2022/23 წლების სეზონში მეოთხე პოზიცია დაიკავა და უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც გუნდის მეტოქე აზერბაიჯანული "გაბალა" იქნება.