Belive

საბურთალოს სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელს მიანიჭებენ 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ხელმძღვანელობის გადაყწვეტილებით, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე კლუბის სტადიონს თბილისური გუნდის ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის Facebook-ის ოფიციალური გვერი ავრცელებს. "ორშაბათს, 3 აგვისტოს, 15:30 საათზე, "საბურთალოს" ხელმძღვანელები იოსებიძის ქუჩაზე არსებული აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელს მიანიჭებენ!", - წერია "საბურთალოს" განცხადებაში. 19 წლის ფეხბურთელი 19 ივნისს, მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, მდინარე არაგვისა და მტკვრის ტერიტორიაზე სამდღიანი ძებნის შემდეგ კი მისი ცხედარი მყვინთავებმა წყალში იპოვეს.

სხვა სტატიები