Belive

საბურთალომ კამერუნის ნაკრების ფეხბურთელი გაიფორმა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კამერუნის ნაკრების ფეხბურთელი 30 წლის ოლივიე ბუმალი დედაქალაქურ “საბურთალოში” ითამაშებს. კლუბის ახალწვეულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და პირველი ვარჯიშის ჩატარებაც მოასწრო. ამპლუით შემტევი ნახევარმცველი, ბოლოს ბერძნულ “პანიონისში” თამაშობდა. კამერუნელს კარიერის დიდი ნაწილი სწორედ საბერძნეთში აქვს გატარებული. 2015-2016, 2016-2017 წლების სეზონში ბერძნული გრანდის, “პანათინაიკოსის ღირსებას იცავდა. ასევე უთამაშია “ირაკლისში” (2013-2014), “ლევადიაკოსში” (2012-2013), რუმინულ “ასტრა”-ში (2012-2013), ჩინეთსა (2017) და იაპონიაში (2018). ბუმალს 176 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარის აღება კი 29-ჯერ შეძლო. აფრიკელი ფეხბურთელი ბოლოს კამერუნის ნაკრების შემადგენლობაში 2019 წელს მოხვდა, როდესაც კამერუნი ნიგერიას დაუპირისპირდა.

წყარო: fcsaburtalo.ge

სხვა სტატიები