"საბურთალოს" პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გიორგი ჭანტურიას შესახებ ისაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ 27 წლის ქართველ ფეხბურთელს თბილისელებთან 1+1 კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, გუნდმა ის არ დაიტოვა.
გიორგი ჭანტურია "საბურთალოსთან" ერთად ესპანეთშიც იყო შეკრებაზე, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა.
"გიორგის 1 წელი გაცდენილი ჰქონდა და ფიზიკური კონდიციების მიუხედავად, მთავარი მწვრთნელის ინიციატივით, მოთამაშე დავიმატეთ. სამწუხაროდ, არ გამოვიდა. ჭანტურიას არაერთი შეთავაზება აქვს და იმედია, წარმატებას მიაღწევს," - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "საბურთალომ" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა გია ცეცაძე. ქართველი სპეციალისტი გუნდში 1 თვის მისული იყო. სწორედ მისი სურვილი იყო, რომ გუნდს გიორგი ჭანტურია დაებრუნებინა.