ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის დაწყებამდე, ქვეყნის 2018 წლის ჩემპიონმა "საბურთალომ" ახალი ლოგო და ეკიპირება წარადგინა.
თბილისური კლუბი 2021 წლიდან განახლებული ემბლემით ითამაშებს, რომელზეც ტრადიციულად არწივი იქნება გამოსახული.
"საბურთალოს" ჩაცმულობაზე, სავარჯიშო და სათამაშო ფორმებსა და ატრიბუტიკაზე იტალიური სპორტული კომპანია Errea იზრუნებს. წლების განმავლობაში, გუნდის ტექნიკური სპონსორი კომპანია saller-ი გახლდათ.
ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი ახალ სეზონს 1 მარტს, 19:00 საათზე, თანაქალაქურ "ლოკომოტივთან" დერბით დაიწყებს - შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.