Belive

საბერძნეთში გულშემატკივრებს საფეხბურთო მატჩებზე დასწრება აეკრძალათ

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საბერძნეთის მთავრობის სპიკერის, პავლოს მარინაკისის განცხადებით, მომავალი ორი თვის განმავლობაში, ქვეყანაში საფეხბურთო მატჩები ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარდება:

,,წლებია, გულშემატკივრებად გადაცმული კრიმინალები მძიმე დანაშაულებს სჩადიან, ჭრიან და კლავენ ადამიანებს...

სწორედ ამიტომ, საბერძნეთის სუპერლიგის ყველა მატჩი, 2024 წლის 12 თებერვლამდე, გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება. თუმცა, აკრძალვა შეიძლება შეეხოს ევროთასის შეხვედრებსაც და კიდევ უფრო დიდ ხანს გაგრძელდეს, თუ უმაღლესი ლიგის გუნდები შესაბამის ზომებს არ მიიღებენ! ვგულისხმობთ, სტადიონებზე კამერებისა და ელექტრონული იდენტიფიკაციის სისტემების დაყენებას. - თქვა მარინაკისმა

საბერძნეთის მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება სტადიონებზე გახშირებული ძალადობის შემთხვევების გამო მიიღო.

რამდენიმე დღის წინ, ქვეყნის ფრენბურთის ჩემპიონატში, ,,ოლიმპიაკოსისა'' და ,,პანათინაიკოსის'' შეხვედრის დროს, ფანები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ერთ-ერთი სამართალდამცავი მძიმედ დაშავდა.