Belive

საბერძნეთში 13 თებერვლიდან მატჩებზე მაყურებელს დაუშვებენ, თუმცა წესები გამკაცრდება

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2-თვიანი აკრძალვის შემდეგ, 13 თებერვლიდან, საბერძნეთის საფეხბურთო ლიგის მატჩებზე მაყურებლები ისევ დაიშვებიან. ინფორმაციას Espn ავრცელებს.

სპორტის მინისტრის მოადგილის თქმით, ძალადობის შემთხვევაში, გუნდებს დიდი ჯარიმა დაეკისრებათ და მომავალ საშინაო შეხვედრას გულშემატკივრების გარეშე ჩაატარებენ.

გარდა ამისა, სტადიონებსა და კალათბურთის დარბაზებში კლუბებს სათვალთვალო კამერების დაყენება მოუწევთ. 9 აპრილიდან კი ქომაგებს მობილური აპლიკაციის საშუალებით მატჩებზე დასასწრებად იდენტიფიკაცია დასჭირდებათ.

საბერძნეთის მთავრობამ სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის დასწრება სტადიონებზე გახშირებული ძალადობის შემთხვევების გამო აკრძალა.

გასული წლის დეკემბერში, ფრენბურთის ჩემპიონატში, ,,ოლიმპიაკოსისა'' და ,,პანათინაიკოსის'' შეხვედრის დროს, ფანები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ერთ-ერთი სამართალდამცავი მძიმედ დაშავდა და გარდაიცვალა.

სხვა სტატიები