Belive

საბერძნეთის მწვრთნელი: "მკაფიოდ ვიცით, როგორ შევაჩეროთ ქართველები, პოზიტიურად ვართ განწყობილნი"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში, საქართველოს ნაკრებთან გასამართი შეხვედრის წინ, საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იონ იონ ვანთ შიპმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
"მარტში საქართველოს წინააღმდეგ რთული შეხვედრა გვქონდა. ახლა ბიჭები როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად კარგ ფორმაში არიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ხვალინდელი შეხვედრის წინ კარგი განწყობა გვაქვს. მეტოქეს პატივს ვცემთ, იქნება ეს შვედეთის, საქართველოსა თუ კოსოვოს ნაკრები. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ დაამტკიცა, რომ კარგი ნაკრებია, მათ ეს ესპანეთთან მარტში ნაჩვენები თამაშით გამოავლინა. მათ ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ.ვენ უკვე დიდი ხანია, რაც ძალიან მკაფიო გეგმა გვაქვს იმასთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა შევაჩეროთ საქართველოს ნაკრების ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ხვალინდელი შეხვედრისათვის ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი. ხვალ გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად ძალიან კარგ პოზიციაში აღმოჩნდება. სექტემბერში, დავამტკიცეთ, რომ ჩვენ გუნდს, რომელიც ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელითაა დაკომპლექტებული, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია", - თქვა 57 წლის ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების დაპირისპირება 9 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შემოგთავაზებთ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩზე სტადიონის ტევადობის 33% მაყურებელი დაიშვება, ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

სხვა სტატიები