საბა საზონოვის ხეტაფე კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკნითი ეტაპის მეორე მატჩში ხეტაფე პარტიზანთან სტუმრად 2:1 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ესპანურმა გუნდმა 3:4 გაიმარჯვა და კონფერენს ლიგაზე მონაწილეობის უფლება მიიღო. აქედან გამომდინარე საბა საზონოვს მიმდინარე სეზონში ევროთასებზე ვიხილავთ.
ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, საბამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში, მან 21-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 37-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა. საზონოვმა ერთხელ ბურთი ჩაჭრა, 3-ჯერ მოიგერია, ერთხელაც კი დარტყმული ბურთი დაბლოკა, 6 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და ერთში გაიმარჯვა, ბურთს 9-ჯერ შეეხო, 3 გადაცემიდან 2 ზუსტად შეასრულა (67%).
საბა საზონოვის შეფასება:
Flashscore: 6.2
Sofascore: 6.2
#FINAL | EUROPA... ¡¡¡¡ESTAMOS DE VUELTA!!!! ¡¡¡¡ESTAMOS EN CONFERENCE LEAGUE!!!!
— Getafe C.F. (@GetafeCF) August 27, 2026
¡SÍ! ¡SÍ! ¡SÍ! ¡SÍ! ¡SÍ! ¡SIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIÍ! ¡¡EL EUROGETA YA ESTÁ AQUÍ!!
¡SEGUIMOS HACIENDO HISTORIA! ¡VOLVEMOS A TOCAR EL CIELO! ¡ESTE CLUB NO TIENE LÍMITES! ¡Y NO PIENSA PARAR DE… pic.twitter.com/aPpVC4fyzr