Belive

"საბა საზონოვი ტორინოს მიმდინარე სეზონის შემდეგ აუცილებლად დატოვებს" - Tuttosport

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გადაწყვეტილია, ქართველი ფეხბურთელი საბა საზონოვი ტორინოს მიმდინარე სეზონის შემდეგ აუცილებლად დატოვებს, ინფორმაციას Tuttosport აქვეყნებს.

იტალიური გამოცემა სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია:

გუნდის სპორტული დირექტორი ჯანლუკა პეტრაკი დაცვით ხაზში ცვლილებებს გეგმავს და ტორინოდან სულ მცირე 3 ფეხბურთელი წავა, ესენია: გილერმო მარიპანი, ლუკა მარიანუჩი და საბა საზონოვი. ყველაზე მარტივი გადასაწყვეტი ამ უკანასკნელის საკითხია, რომლის წასვლის ამბავიც თითქმის გადაწყვეტილია.

ქართველ ფეხბურთელს ფაქტობრივად ერთი წელი აღარ უთამაშია, გასულ წელს მისი ხეტაფეში გადასვლა ბოლო წუთს ჩაიშალა და მას შემდეგ ტურინულ გუნდში ვარჯიშობს, მაგრამ ის 25-კაციან შემადგენლობაში არ შეიყვანეს, ამიტომ სათადარიგოთა სკამზეც არ ჩნდებოდა. დეკემბერში ის განაცხადში მოხვდა, მაგრამ რამდენიმე ტრანსფერზე უარის თქმის შემდეგ იანვარში ის შემადგენლობიდან ამოიღეს.

საზონოვის კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში იწურება და ის გუნდიდან აუცილებლად თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა. - Tuttosport

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი ტორინოში 2023 წელს დინამო მოსკოვიდან 2.75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, მაგრამ ტრანსფერმა ვერ გაამართლა და ამ ხნის განმავლობაში მან მხოლოდ 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.