Belive

საბა საზონოვი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა საზონოვი საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

Sofascore-ის ვერსიით, 21 წლის მცველი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ - 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც 7.8 კოეფიციენტით შეფასება დაიმსახურა, პორტუგალიელთა წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა, გოლი გაიტანა, 5-ჯერ სუფთა ვარდნა, 3 ართმევა, 1 ჩაჭრა, ბურთთან 44 შეხება და 31-დან 19 ზუსტი პასი ჰქონდა.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში 3 ქულა აქვს და პირველი ტურის შემდეგ ლიდერობს. შემდეგ მატჩს რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ 24 ივნისს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები