საბა ლობჟანიძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა | Transfermarkt
5 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების და "ატლანტა იუნაიტედის" ფეხბურთელის საბა ლობჟანიძის სატრანსფერო ღირებულება განახლდა, როგორც Transfermarkt-დან ვიგებთ 29 წლის შემტევის ფასი 3 მილიონი ევროდან 4 მილიონ ევრომდე გაიზარდა, საბამ სატრანსფერო ღირებულების მაქსიმუმს 2022 წელს, "ჰატაისპორში" თამაშის პერიოდში მიაღწია და 4.5 მილიონ ევროს უტოლდებოდა.
შეგახსენებთ, საბა ლობჟანიძე "ატლანტაში" 2023 წელს სწორედ "ჰატაისპორიდან" გადავიდა, მას შემდეგ აშშ-ს გუნდის 50 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 14 გოლი და გააკეთა 9 საგოლე გადაცემა. ქართველ ფეხბურთელს თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.