Belive

საბა ლობჟანიძე კარიერას ატლანტა იუნაიტედში გააგრძელებს

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, საბა ლობჟანიძე ,,ატლანტა იუნაიტედში'' ითამაშებს.

,,ჯორჯიიდან ჯორჯიაში'' - წერია ამერიკული გუნდის ტვიტერის გვერდზე.

ქართველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

,,საბა არის ფეხბურთელი, ვისთანაც მოლაპარაკებებს სატრანსფერო ფანჯრის დაწყების დღიდან ვმართავდით. ის გუნდს ხარისხსა და გამოცდილებას შესძენს. მის გუნდში ადაპტირებას მოუთმენლად ველით,'' - განაცხადა ,,ატლანტა იუნაიტედის'' ვიცეპრეზიდენტმა.

ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

MLS-ის 24 ტურის შემდეგ ,,ატლანტა იუნაიტედი'' 35 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა. გუნდი მომავალ შეხვედრას 21 აგვისტოს, ,,სიეტლ საუნდერსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები