Belive

საბა ლობჟანიძე ატლანტა იუნაიტედის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ატლანტა იუნაიტედის'' ქართველი შემტევი, საბა ლობჟანიძე გუნდის სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

28 წლის ფეხბურთელმა სექტემბერში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისმა გუნდმა კი 2 მატჩი მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

MLS-ის 31 ტურის შემდეგ, ,,ატლანტა იუნაიტედი'' 49 ქულით სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზეა.

საბას გუნდი მომავალ შეხვედრას 5 ოქტომბერს, ,,ფილადელფიასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები