Belive

საბა გოგლიჩიძის ტრანსფერით პრემიერ ლიგის 2 გუნდი დაინტერესდა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ემპოლის მცველის საბა გოგლიჩიძის ტრანსფერით კიდევ ორი გუნდი დაინტერესდა, ამჯერად ინტერესი პრემიერ ლიგის გუნდებმა გამოხატეს.

სანდერლენდი და ნოტინგემ ფორესტი ქართველი ფეხბურთელის შეძენით დაინტერესდნენ, ინფორმაციას On The Minute აქვეყნებს. წყაროს ცნობით ისინი მზად არიან, რომ ემპოლის მიერ მოთხოვნილი თანხა დააკმაყოფილონ, რომელიც დაახლოებით 7-8 მილიონ ევროს ფარგლებში მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ ქართველის შეძენით რომა და ლაციოც ინტერესდებიან.

საბა გოგლიჩიძე ემპოლიში 2024 წელს გადავიდა და კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. 2024/25 წლების სეზონში საბამ ემპოლის მაისური ყველა ტურნირის ეგიდით 36 შეხვედრაში მოირგო და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სხვა სტატიები