Belive

საბა გოგლიჩიძის შეფასება ბოლონიას წინააღმდეგ

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მესამე ტურის შეხვედრაში "ემპოლის" რიგებში საბა გოგლიჩიძის დებიუტი შედგა, ქართველმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. "ემპოლის" მეტოქე "ბოლონია" იყო და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

20 წლის მცველი შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ამას შეფასებაც მოწმობს. Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 7.1 დაუწერა. საბა გოგლიჩიძემ 7-ჯერ მოიგერია ბურთი და მეტოქეს მომენტი არ შეაქმნევინა, 3-ჯერ ბურთი ჩაჭრა, ართმევის მცდელობა სულ 5-ჯერ ჰქონდა, სახმელეთო დუელი 6-დან 5 მოიგო, ხოლო საჰაერო 6-დან 2. ბურთს 35-ჯერ შეეხო, გადაცემების სიზუსტე 19-დან 15 (79%).

Whoscored-ის მიხედვით საბამ 7.2 შეფასება დაიმსახურა.

სხვა სტატიები