საბა გოგლიჩიძის ემპოლი ნაპოლისთან დამარცხდა
სერია A-ს 32-ე ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ემპოლი" მიიღო და უშანსოდ, 3:0 დაამარცხა. ჩემპიონობისთვის მებრძოლი ნაპოლი "ინტერს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, ემპოლის შემთხვევაში კი რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. გუნდმა ჩემპიონატი კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ საშინელი პერიოდი დაიწყო და სერია A-ში ზედიზედ 17 თამაშია არ მოუგია.
საბა გოგლიჩიძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მატჩი სრულად ჩაატარა. ქართველს საკუთარი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება ჰქონდა (5.8 whoscored-ის ვერსიით).
მატჩის საუკეთესო მოთამაშე სკოტ მაკტომინეი გახდა, შოტლანდიელმა დუბლი შეასრულა, ერთიც ლუკაკუმ გაიტანა, ბელგიელ ფორვარდს საგოლე გადაცემაც ჰქონდა აქტივში.
ემპოლი 24 ქულით ცხრილის ბოლოსწინა ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 20 აპრილს, საკუთარ კედლებში, "ვენეციას" წინააღმდეგ ჩაატარებს.