Belive

"საბა გოგლიჩიძე პროგრესირებს, ის იზრდება" - უდინეზეს მთავარი მწვრთნელი

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვალ, საბა გოგლიჩიძის უდინეზე სერია A-ს მე-12 ტურის შეხვედრას ბოლონიას წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

უდინეზეს მთავარმა მწვრთნელმა, კოსტა რუნიაიჩმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც საბა გოგლიჩიძის შესახებაც ისაუბრა:

საბა გოგლიჩიძე პროგრესირებს, ის იზრდება, მაგრამ ფიზიკურ კომპონენტებზე მუშაობა მას ჯერ კიდევ სჭირდება. როდესაც ის ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნდა საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ამისდა მიუხედავად საბამ ყველა ვარჯიშზე გუნდთან ერთად იმუშავა. ის სწორ გზაზე დგას. - კოსტა რუნიაიჩი - უდინეზეს მთავარი მწვრთნელი

უდინეზე სერია A-ს ცხრილში 15 ქულით მე-10 პოზიციაზეა (4 მოგება, 3 ფრე, 4 მარცხი).

სხვა სტატიები