Belive

რუსეთის დროშით უკრაინელებთან - რატომ სცემეს რუსი მაყურებელი გუშინდელ მატჩში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში უკრაინამ შვედეთი 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ერთ-ერთმა უკრაინულმა გვერდმა სოციალურ ქსელში აღნიშნული მატჩიდან საინტერესო ფაქტის შესახებ დაწერა. გუშინდელი მატჩის დროს უკრაინელთა ფან-სექტორში რუსი მაყურებელი "წითელი არმიის" სიმბოლიკიანი ქუდითა და რუსეთის დროშით მოხვდა. აღნიშნული პიროვნება თამაშის დასაწყისში კარგ ხასიათზეა, თუმცა, როგორც ბოლოს გამოჩნდა, ის უკრაინელებმა სცემეს, ყველაფერი წაართვეს და რუსეთის ნაკრების მაისურიც შემოახიეს.
"აგრესორის ქვეყნის პროპაგანდამ აღნიშნული სურათის გავრცელება მოახერხა, მაგრამ ის ასევე ჩუმადაა იმის შესახებ, თუ როგორ დასრულდა ეს ამბავი. და თქვენც გაინტერესებთ, სად წავიდა ნაჭერი მისი მხრიდან?!," - წერს უკრაინული გვერდი.

სხვა სტატიები