Belive

,,წადით სახლში'' - ფერენცვაროშის ფანები ჩერჩესოვის გათავისუფლებას ითხოვდნენ

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,კლაკსვიკთან'' 0:3 მარცხის შემდეგ (ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა), ,,ფერენცვაროშის'' გულშემატკივრები გუნდის მთავარი მწვრთნელის, სტანისლავ ჩერჩესოვის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

უნგრული Sportal-ის ცნობით, ფანები ,,Auf Wiedersehen-ს (ნახვამდის)'' და ,,რუსებო, წადით სახლში-ს'' სკანდირებდნენ.

მატჩის შემდეგ ,,ფერენცვაროშის'' პრეზიდენტმა, გაბორ კუბატოვმა, ჩერჩესოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსი სპეციალისტი უნგრულ კლუბში 2021 წლის დეკემბრიდან მუშაობდა, მისი ხელმძღვანელობით ,,ფერენცვაროშმა'' ქვეყნის ჩემპიონატი (ორჯერ) და თასი მოიგო.