რუნი - რეალში ან ბარსელონაში გადასასვლელად მზად ვიყავი
4 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ჩემი შეძენით მოურინიო აქტიურად ინტერესდებოდა და "ჩელსის" მესვეურებს ტრანსფერის გაოფიციალურებას თხოვდა. "რეალის", "ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის" ინტერესიც იკვეთებოდა - თუმცა ამ უკანასკნელში არასდროს გადავიდოდი. "იმ დროისათვის, 2-დღიან პერიოდში ესპანეთში გადასვლა მუდამ თავში მიტრიალებდა და მზად ვიყავი ტრანსფერს დავთანხმებოდი. იდეალურ სიტუაციაში "ბარსელონაში" თამაშს ვამჯობინებდი, მაგრამ "რეალში" გადასვლა გაცილებით უფრო რეალურ ვარიანტად განიხილებოდა. ესპანური გრანდების პარალელურად, "ჩელსიც" აქტიურობდა. გულწრფელად, რომ ვთქვა - ორი-სამი დღის განმავლობაში ჩემსა და მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ჩემი წარმომადგენლებიც აქტიურ კავშირზე იყვნენ. "მახსოვს ვიჯექი და ვფიქრობდი: წარმოიდგინე გადასვლა იმ გუნდში, სადაც თამაშობენ მესი, ხავი, ინიესტა და ბუსკეტსი. 2 დღის შემდეგ, ფერგიუსონსა და დევიდ ჟილს ვესაუბრე და "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენა გადავწყვიტე. ჩემს სახლთან ფანები აქციას მართავდნენ, მაგრამ იმ დროს 5-წლიან კონტრაქტზე უკვე მქონდა ხელი მოწერილი", - აღნიშნა უეინ რუნიმ.