Belive

რუნი: "მანჩესტერს ტრანსფერებით მაინც არაფერი ეშველება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, უეინ რუნიმ ჟურნალისტებთან ყოფილი გუნდის შესახებ ისაუბრა. "დი სი იუნაიტედის" ინგლისელმა ფეხბურთელმა საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა. "პირველ რიგში, სოლსკიაერმა ახალი გუნდი უნდა ააშენოს. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ 1-2 100 მილიონიანი ტრანსფერი "მანჩესტერის" ამჟამინდელ ფეხბურთელებს დაეხმარება. "იუნაიტედმა" რომ რონალდუ, მესი, ბეილი და რამოსი იყიდოს, პრობლემებს მაინც ვერ მოაგვარებს. ამით მათ მაინც არაფერი ეშველებათ. "იუნაიტედს", "ჩელსის", "ტოტენჰემსა" და "არსენალს" "ლივერპული" - "სიტის" დონეზე მისაღწევად კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდებათ," - თქვა რუნიმ.  

სხვა სტატიები