რუნი: ,,ხალხი ფიქრობს, რომ რონალდუ მძულს''
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა:
,,ხალხი ფიქრობს, რომ რონალდუ მძულს, რეალურად კი მიყვარს... მიმაჩნია, რომ ის აბსოლუტური გენიოსია და რასაც აკეთებს, უბრალოდ, წარმოუდგენელია.
მასთან ერთად თამაში ძალიან მომწონდა. არამგონია, ხალხმა გააცნობიეროს, რამდენად ახლოს ვიყავით ერთმანეთთან.
ერთხელ ვთქვი, რომ მესი რონალდუზე უკეთესია... ალბათ, ამის შემდეგ ფიქრობენ, რომ კრიშტიანუ არ მომწონს. რონალდუ მოედანზე ნამდვილი მკვლელია!'' - უეინ რუნი
რუნი და რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედში ერთად 2004-2009 წლებში თამაშობდნენ. ამ პერიოდში ,,წითელმა ეშმაკებმა'' იგნლისის პრემიერლიგა (3-ჯერ), ლიგის თასი (2-ჯერ), სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.
🚨🎙️ Wayne Rooney on Cristiano Ronaldo :
— TCR. (@TeamCRonaldo) September 24, 2025
"People think I hate him. I love him, people don't realize how close we were." pic.twitter.com/Yyi6osvku1