Belive

რუმენიგე: "ლევანდოვსკი მსოფლიოში საუკეთესოა"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგგემ გუნდის თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის გასაოცარი შედეგიანობის შესახებ ისაუბრა. ”ბუნდესლიგაში სეზონში 34 გოლის გატანას წარმოუდგენელი მიღწევაა. მხოლოდ ერთხელ, გერდ მიულერმა მოახერხა ამაზე მეტი გოლის გატანა. გილოცავთ გულშემატკივრებს და მადლობას ვუხდი რობერტს. ის ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელია", - თქვა ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის დასრულების შემდეგ, ევროპულ ელიტაში პირველი ტიტული სწორედ ბავარიულმა კლუბმა მოიპოვა, რომელიც გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ მერვედ და საერთო ჯამში 30-ედ გახდა. ამაში პოლონელ ფორვარდს უდიდესი წვლილი მიუძღვის, რომელიც გარდა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირობისა, იგივე სტატუსს ჩემპიონთა ლიგაშიც ფლობს და ოქროს ბუცის მოგების პირველი ნომინანტიც გახლავთ. ლევანდოვსკი "რეკორდმაისტერს" 2014 წლის ზაფხულში, დორტმუნდის "ბორუსიადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 284 მატჩში 240 გოლის გატანა და 53 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა

სხვა სტატიები