Belive

რუბენ ამორიმი: "ევერტონთან პირველ ტაიმში არ ვარსებობდით"

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის 26-ე ტურში "ევერტონმა" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ იუნაირედი" მიიღო და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

ეშმაკები პირველ ტაიმში 2 ბურთით ჩამორჩნენ და თითქოს ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც ბოლო პერიოდში სრულიად ლოგიკურია, ანუ იუნაიტედი კიდევ ერთ თამაშს წააგებდა უფერული ფეხბურთის ფონზე. საბოლოოდ, გუდისონ პარკზე, მანჩესტერმა შეხვედრა გადაარჩინა - 72-ე წუთზე ჯერ ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანა ლამაზი ჯარიმა, მე-80-ზე კი უგარტემ პირველი გოლი გაიტანა 'წითლების' მაისურით და ანგარიში გაათანაბრა.

პირველ ტაიმში ჩვენ არ ვარსებობდით, მაგრამ არ ღირს მუდამ ნეგატივზე ლაპარაკი, მეორე ტაიმში გუნდმა ყველაფერი გააკეთა მოსაგებად. მომავალ კვირას ჩვენ გავაკეთებთ იმავეს, რასაც ამ კვირაში ვაკეთებდით, უბრალოდ უფრო ენერგიულად.

ყველაზე ცუდი არის ის, რომ ჩვენ ვკარგავთ ბურთს ყოველგვარი ზეწოლის გარეშე და ჩვეულებრივ სიტუაციებში. უნდა ვისწავლოთ მთელი მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება. - განაცხადა რუბენ ამორიმმა

მანჩესტერ იუნაიტედი საშინელ მდგომარეობაშია, დღევანდელი 1 ქულა გუნდს 'მოპოვებულად' შეგვიძლია ჩავუთვალოთ - 30 ქულით პრემიერლიგის მეთხუთმეტე პოზიციაზე არიან, მომავალ ტურში კი "იფსვიჩს" სახლში მიიღებენ.