კრიშტიანუ რონალდუს მიერ პრესკონფერენციაზე კოკა-კოლას ბოთლის გადადგმის შემდეგ, კომპანიას სერიოზული ფინანსური ზიანი მიადგა.
როგორც იცით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ამ ჟესტით ხალხს მოუწოდა, რომ ჯანსაღად იცხოვრონ და წყალი მიიღონ.
როგორც ცნობილია, კოკა-კოლას აქციები ბოლო დღეებში 4 მილიარდი დოლარით გაუფასურდა და ის ახლა 238 მილიარდს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუს მიმდევარი გამოუჩნდა. პოლ პოგბამ საფრანგეთის ნაკრების პრესკონფერენციიდან ლუდის ბოთლი აიღო.