Belive

რონალდუს ტრავმის გამო, ალ ნასრმა ჩინურ გუნდებთან ამხანაგური მატჩები გადადო

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ალ ნასრსა'' და ჩინურ გუნდებს შორის იანვარში ჩანიშნული ამხანაგური შეხვედრები აღარ ჩატარდება.

ორგანიზატორებმა ასე მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც არაბული გუნდის მთავარმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ტრავმა მიიღო:

,,სამწუხაროდ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, 24 და 28 იანვარს ჩანიშნული მატჩები გადაიდო.

ჩვენ აქ ჩინელი ფეხბურთის გულშემატკივრებისა და განსაკუთრებით, რონალდუს ქომაგების მიმართ დიდი პატივისცემით ჩამოვედით. ორგანიზატორებთან უკვე შევთანხმდით, რომ ახალი მატჩები, რაც შეიძლება, მალე დავგეგმოთ.

ჩვენი ჩინელი გულშემატკივრები გვიყვარს და იმედი გვაქვს, მათ წინაშე ძალიან მალე ვითამაშებთ.'' - წერია ალ ნასრის განცხადებაში

მატჩების გადადებას თავად კრიშტიანუ რონალდუც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩინეთში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. პორტუგალიელის თქმით, მისი გუნდი ამ ქვეყანაში აუცილებლად ითამაშებს.

ჩინური ტურნეს შემდეგ, ,,ალ ნასრს'' ამხანაგური შეხვედრა ,,ინტერ მაიამის'' წინააღმდეგ აქვს ჩანიშნული, რომელიც პირველ თებერვალს, საუდის არაბეთში გაიმართება.

სხვა სტატიები