რონალდუს სურვილი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშია | არსებობს მოკლევადიანი კონტრაქტის ვარიანტი
ფაქტოვრივად გადაწყვეტილია, რომ კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც ალ ნასრთან ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება, არაბულ კლუბს დატოვებს. ამის არგუმენტად პორტუგალიელი ვარსკვლავის 3 დღის წინანდელი ინსტაგრამ პოსტიც გამოდგება:
ეს თავი დასრულდა... ისტორია? ისევ იწერება. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ!
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, იუთუბერ IshowSpeed-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ, შესაძლოა, კრიშტიანუმ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშოს.
როგორც Telegraph წერს, მოსალოდნელია, რომ რონალდუ ტურნირის მონაწილე ერთ-ერთ გუნდთან მოკლევადიან კონტრაქტს გააფორმებს. ფიფა ივნისის დასაწყისში სპეციალურად ჩემპიონატისთვის 10-დღიან სატრანსფერო ფანჯარას ხსნის.
თუ 40 წლის ფეხბურთელი საკლუბო მუნდიალზე ითამაშებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპული გუნდის მაისურს მოირგებს. არსებობს ინტერესი მაროკოული ვიდადიდან, ასევე მექსიკური მონტერეიდან, სადაც რონალდუს ყოფილი თანაგუნდელი, სერხიო რამოსი თამაშობს. გარდა ამისა, რონალდუ რამდენიმე ბრაზილიურ გუნდსაც და ალ-ჰილალსაც დაუკავშირეს.
პირველ 32-გუნდიან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს 2025 წელს ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. ტურნირი 15 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება.
ფიფას გადაწყვეტილებით, 32 გუნდიდან ოკეანეთს - 1, აზიას, აფრიკასა და ჩრდ. ამერიკას 4-4, სამხრეთ ამერიკას - 6, ევროპას კი 12 წარმომადგენელი ეყოლება. 32-ე გუნდი კი მასპინძელი ქვეყნიდან იქნება.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფები:
A ჯგუფი - პალმეირასი, პორტუ, ალ აჰლი, ინტერ მაიამი
B ჯგუფი - პსჟ, ატლეტიკო, ბოტაფოგო, სიეტლი
C ჯგუფი - ბაიერნი, ოკლენდ სიტი, ბოკა ხუნიორსი, ბენფიკა
D ჯგუფი - ფლამენგო, ესპერანსი, ჩელსი, ლოს ანჯელესი/ამერიკა
E ჯგუფი - რივერ პლეიტი, ურავა რედ დაიმონდსი, ინტერი, მონტერეი
F ჯგუფი - ფლუმინენსე, დორტმუნდი, ულსანი, მამელოდი სანდაუნსი
G ჯგუფი - მანჩესტერ სიტი, ვიდადი, ალ აინი, იუვენტუსი
H ჯგუფი - რეალი, ალ ჰილალი, პაჩუკა, ზალცბურგი