რონალდუს სისწრაფე და მბაპეს დრიბლინგი - იდეალური თავდამსხმელი კეინის ვერსიით
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ESPN-მა ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ,,ბაიერნის'' შემტევს, ჰარი კეინს, სხვადასხვა თვისებებით გამორჩეული ფეხბურთელებისგან იდეალური თავდამსხმელის დასახელება სთხოვა:
მოძრაობა/გადაადგილება - ედინსონ კავანი
სისწრაფე - კრიშტიანუ რონალდუ
თავით თამაში - პიტერ კრაუჩი
ფინიშინგი/მომენტის გამოყენება - ჰარი კეინი
ძალა - დიდიე დროგბა
დრიბლინგი - კილიან მბაპე
შეთამაშება - უეინ რუნი
უბურთოდ მუშაობა - ბელინგემი
მიმდინარე სეზონში ჰარი კეინის ანგარიშზე მიუნხენის ,,ბაიერნის'' მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 21 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.