რონალდუს დედა: "ჩემი შვილი მომდევნო წელს სპორტინგში ითამაშებს"
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ტურინში ჩასვლას და კრიშტიანუსთან დალაპარაკებას ვაპირებ. მას აუცილებლად დავარწმუნებ იმაში, რომ მომდევნო წელს, ალვალადეზე ("სპორტინგის" სტადიონი) ითამაშოს," - აღნიშნა მან.მიმდინარე სეზონში, ლისაბონის "სპორტინგმა" პორტუგალიის ჩემპიონატი 2001/02 წლების სეზონის შემდეგ, პირველად მოიგო. მშობლიურ კლუბს, კრიშტიანუმ გამარჯვება საჯაროდ მიულოცა. რონალდუ "სპორტინგის" რიგებს 12 წლის ასაკში შეუერთდა და ძირითად გუნდში 31 მატჩის გამართვა მოასწრო: ამის შემდეგ, ბრწყინვალე ტალანტმა "წითელი ეშმაკების" მაისური მოირგო. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს "სპორტინგში" დიდ პატივს სცემენ: 2019 წელს, გუნდის პრეზიდენტს, ფრედერიკო ვარანდასს, ინიციატივა ჰქონდა, რომ "სპორტინგის" სტადიონისთვის კრიშტიანუ რონალდუს სახელი დაერქმია.