რონალდუს ბავშვობის მეგობარმა ალ ნასრში დაიწყო მუშაობა
კრიშტიანუ რონალდუს ბავშვობის მეგობარი, ხოსე სემედუ ალ ნასრის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, მან ფერნანდო იერო შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ სემედუ და რონალდუ სპორტინგის აკადემიაში ერთად ვარჯიშობდნენ და მას შემდეგ მეგობრობენ. ხოსე სპორტინგის შემდეგ რამდენიმე გუნდში ასპარეზობდა, ესენია: კასა პია, ფეირენსე, კალიარი, ჩარლტონი, შეფილდ უენსდეი და ვიტორია სეტუბალი.
გუნდის მთავარ მწვრთნელად ცოტა ხნის წინ ასევე პორტუგალიელი, ხორხე ჟესუსი დაინიშნა.
José Semedo is the new Acting CEO of AlNassr. 💛
— AlNassr FC (@AlNassrFC_EN) July 18, 2025
A former European footballer standout with executive training and proven experience at the club in the last two years, he now takes charge to lead us into our next chapter.
Welcome aboard, José. 🙏
“We will do everything it… pic.twitter.com/uzw8DTl5sP