Belive

რონალდუმ სტიუარდ ქალს ბურთი გაარტყა, შემდეგ კი მაისური აჩუქა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, "მანჩესტერ იუნატედი" გასვლით მატჩში, "იანგ ბოისთან" ანგარიშით 2:1 დამარცხდა. მატჩის შედეგი, ცხადია, მოულოდნელი იყო, თუმცა აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. თამაში მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ 2009 წლის შემდეგ პირველად, რონალდუ "მანჩესტერის" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშებდა. წინასწარი მოლოდინი გამართლდა: პორტუგალიელმა გოლების სერია გააგრძელა, ბრუნო ფერნანდეშის ბრწყინვალე გადაცემით ისარგებლა და ევროპის უპრესტიჟულეს საფეხბურთო ტურნირზე 135-ე გოლი გაიტანა. ასევე, პორტუგალიელი ლეგენდარულ იკერ კასილასს გაუთანაბრდა: ესპანელ მეკარესა და "იუნაიტედის" ფორვარდს ლიგაზე 177 მატჩი აქვთ ჩატარებული. მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, კრიშტიანუ რონალდუ ჩვეულებისამებრ, თამაშისთვის ემზადებოდა და ხურდებოდა - ახლო დისტანციიდან, მისი უძლიერესი დარტყმა კართან ახლოს მდგომ ქალ სტიუარდს თავში მოხვდა, რომელმაც თავი ვეღარ შეიმაგრა და ძირს დავარდა.

ინციდენტი კარგად დასრულდა: რონალდუმ მასთან მიირბინა და დარწმუნდა, რომ სტიუარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. მატჩის დასრულების შემდეგ,  პორტუგალიელმა სტიუარდს ბოდიში მოუხადა და მაისური გადასცა.

იხილეთ მიმოხილვა - იანგ ბოიზი 2:1 მანჩესტერ იუნაიტედი (მიმოხილვა)

სხვა სტატიები