Belive

რონალდუმ შვილი დაიცვა: "ჩაიცვამს იმას, რაც თავად სურს"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სოციალურ მედიაში კრიშტიანუ რონალდუს შვილის მისამართით არაერთი დამცინავი, ბულინგის შემცველი პოსტი გამოქვეყნდა - ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ 11 წლის კრიშტიანუ ჯუნიორს, Adidas-ისა და Nike-ის ბრენდის პროდუქცია ერთად ეცვა. როდესაც პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დედამ, მარია დოლორესმა, უმცროს კრიშტიანუსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, ნამდვილად ვერ იფიქრებდა, რომ ოჯახური ფოტო ფართო განხილვის თემა გახდებოდა.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Maria Dolores (@doloresaveiroofficial)

კრიშტიანუ რონალდუ Nike-ის სახეა - ამერიკულ სპორტულ ბრენდთან მას $1 მილიარდიანი კონტრაქტი სიცოცხლის ბოლომდე აქვს გაფორმებული. 5-გზის ოქროს ბურთის მფლობელი გააღიზიანა სოციალური მედიის მოხმარებლების პოსტებმა, სადაც ისინი წერდნენ, რომ რონალდუს შვილი იმავე ბრენდის მომხმარებელი უნდა იყოს, რომელიც პორტუგალიელს ასპონსორებს.
"ჩაიცვამს იმას, რაც მას სურს და არა იმას, რაც თქვენ გსურთ", - მოკლე და კონკრეტული ფრაზით უპასუხა რონალდუმ კრიტიკოსებს.

სხვა სტატიები