Belive

რონალდუმ დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც, მისი აზრით, ოქროს ბურთს მოიგებენ

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუს იუთუბ-არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც პორტუგალიელი ვარსკვლავი რიო ფერდინანდის შეკითხვებს პასუხობს და ასახელებს ფეხბურთელებს, რომლებიც, მისი აზრით, მალე ,,ოქროს ბურთის'' მფლობელები გახდებიან:

,,მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ოქროს ბურთის მოგება კილიან მბაპეს შეუძლია. ასევე, ალბათ, ჰოლანდს, ბელინგემსა და ლამინე იამალსაც.

ვფიქრობ, ამ ახალ თაობას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს!'' - კრიშტიანუ რონალდუ

,,ოქროს ბურთი'' კარიერაში ყველაზე მეტჯერ ლეო მესის აქვს მოგებული (8), მეორე ადგილს კი სწორედ კრიშტიანუ რონალდუ იკავებს (5).

წელს ,,ოქროს ბურთის'' დაჯილდოების ცერემონია 28 ოქტომბერს გაიმართება და, უდიდესი ალბათობით, ჯილდოს მფლობელი ,,ახალი თაობის'' ფეხბურთელი გახდება.

სხვა სტატიები