Belive

რონალდუ შვილის პორტუგალიის 15-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებას გამოეხმაურა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს კრიშტიანუ რონალდუს შვილი პორტუგალიის 15-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.

ფაქტს კრიშტიანუ თავად გამოეხმაურა, სოციალურ ქსელში ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

შენით ვამაყობ, შვილო!

გარდა ამისა, რონალდუმ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების პოსტიც გააზიარა - ფოტოზე კრიშტიანუ შვილთან ერთადაა, პოსტს კი თან ასეთი აღწერა ახლავს: ,,პორტუგალიის დნმ.''

უმცროსი რონალდუ პორტუგალიის 15-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ხორვატიაში, საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, მისი გუნდის მეტოქეები იაპონია, საბერძნეთი და ინგლისი იქნებიან.

სხვა სტატიები