Belive

რონალდუ: ,,იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში თამაში სიამოვნებას ანიჭებს:

,,მომავალზე არ ვფიქრობ... ვფიქრობ, მოკლევადიან პერსპექტივაზე და ყოველთვის ვცდილობ, რომ მომენტით ვისიამოვნო.

ეროვნულ ნაკრებში თამაში მიყვარს. ევროპის ჩემპიონატზე გავედით, რადგან შესანიშნავი გუნდი და მწვრთნელი გვყავს

იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ, რადგან ტურნირის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. იმედია, არანაირი ტრავმა და პრობლემა არ მექნება...

პორტუგალია ადრე დავტოვე, მაგრამ ეს ყოველთვის ჩემი სახლი იქნება. აქ ყველა სტადიონზე მქომაგობენ.'' - კრიშტიანუ რონალდუ

პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მოიპოვა. რობერტო მარტინესის გუნდი ჯგუფში 21 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან სლოვაკეთს 8 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები