Belive

რონალდუ: 'გახურებისას დავზიანდი, თუმცა ფეხმოტეხილიც ვითამაშებდი'

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუ სიხარულის ცრემლებად დაიღვარა, როცა მისმა პორტუგალიამ მეორედ შეძლო უეფას ერთა ლიგის ჩემპიონობა. პორტუგალიელებმა დაძაბულ ფინალში ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს (2:2 - პენალტები 5:3). ამ ტურნირის პირველი გათამაშება სწორედ პორტუგალიამ მოიგო, ახლა კი მოქმედ ჩემპიონებს ჩამოართვეს თასი. კრიშტიანუ რონალდუმ ფინალში გამათანაბრებელი გოლი გაიტანა (გაიტანა გერმანიასთანაც ნახევარფინალში), მატჩის შემდეგ კი გამოტყდა, რომ გახურებისას ტრავმა მიიღო, თუმცა ტკივილით თამაში გადაწყვიტა.

ძლიერი ტკივილი უკვე მატჩისწინა გახურებისას ვიგრძენი და ეს მთელი თამაში გაგრძელდა, თუმცა იმ შემთხვევაშიც ვითამაშებდი, ფეხი რომ მომეტეხა.

პორტუგალიის გაჩემპიონებისთვის უნდა მეთამაშა და მე ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ

რონალდუმ ნაკრების შემადგენლობაში რეკორდული, 221-ე მატჩი ჩაატარა და ასევე რეკორდული რაოდენობის, 138 გოლი აქვს გატანილი. მან მოედანი 88-ე წუთზე, მაყურებელთა ოვაციებისა და მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის ჩახუტების ფონზე დატოვა.

სხვა სტატიები