Belive

რონალდო: "მადრიდის რეალმა შეცდომა დაუშვა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ინტერის", მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდომ მილანური კლუბის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა და აზრი მაროკოელი მცველის აშრაფ ჰაკიმის შესახებაც დააფიქსირა. "ინტერს ყავს შესანიშნავი მწვრთნელი და ის გამორჩეული სტილის გუნდია. ისინი არ თამაშობენ ევროპულ ტურნირებში, ეს არც ისე კარგია, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ მარტში "ინტერი" იტალიის ჩემპიონატში მეტოქეებზე მეტ ქულას დააგროვებს.  "ინტერმა" არაჩვეულებრივი ფეხბურთელი - აშრაფ ჰაკიმი შეიძინა. მადრიდის "რეალმა" მისი გაშვებით შეცდომა დაუშვა. ზოგჯერ ვფიქრობ: "რონი, წარმოიდგინე შენი თავი და ის ერთად მოედანზე. ეს ძალიან კარგი იქნებოდა", -თქვა "ფენომენომ". ჰაკიმი მადრიდის "რეალის" აღზრდილია და დორტმუნდის "ბორუსიაში" იჯარის წესით გატარებული ორი სეზონის შემდეგ, 2020 წლის 1 სექტემბერს "ნერაძურის" 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. აფრიკელმა ფეხბურთელმა 23 შეხვედრაში 6 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.  

სხვა სტატიები