რონალდინიოს თქმით, მისი შვილი კონტრაქტს ბარსელონასთან გააფორმებს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდინიოს 17 წლის შვილი ,,ბარსელონაში'' ითამაშებს. კატალონიური გუნდის ყოფილმა შემტევმა ამის შესახებ თავად განაცხადა:
,,შემიძლია დავადასტურო, რომ ,,ბარსელონა'' ჟოაოს გაიფორმებს. ,,ბარსა'' ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრებისა და ჩემი გულის ნაწილი და ეს ჩემს შვილთან ერთად გაგრძელდება,'' - რონალდინიოს სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს.
ჟოაო მენდეშ დე ასის მორეირა თავდამსხმელია და ,,ფლამენგოს'', ,,ვასკო და გამასა'' და ,,ბოავიშტას'' ახალგაზრდულ გუნდებში აქვს ნათამაშები. 2018-2022 წლებში ჟოაო ,,კრუზეიროში'' თამაშობდა.
იანვარში ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ რონალდინიოს შვილი კატალონიაში პირადად ,,ბარსელონას'' პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას, მიწვევით ჩავიდა.