Belive

რომელი ქართველი ტალანტი შეიძლება ვიხილოთ ესპანურ კლუბში?

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არის თუ არა ქართველი ფეხბურთელებისადმი გაზრდილი ინტერესი ესპანეთში? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ინტერვიუების სერიაში, სახელწოდებით #გუგასთან, გიორგი მამარდაშვილის აგენტმა, ლევან სეთურიძემ ისაუბრა.

სეთურიძის თქმით, ქართველი ფეხბურთელის წარმატებული ასპარეზობა, ადგილობრივი ტალანტების მიმართ, ინტერესს ზრდის - ამის კარგ მაგალითს ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი წარმოადგენენ.

მაგალითისთვის, შემიძლია მოგიყვანოთ ვახო სალია, რომელმაც 16 წლის ასაკში, "დინამო თბილისის" შემადგენლობაში ითამაშა. პირდაპირ გეტყვით, რომ მისით "ბეტისია" დაინტერესებული. ამ ბიჭს ნამდვილად აქვს პერსპექტივა, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. - ლევან სეთურიძე

ლევან სეთურიძემ მამარდაშვილის "ვალენსიაში" ტრანსფერის ისტორიის, ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემების, ასევე, ზოგადად, აგენტის პროფესიის შესახებ ღიად ისაუბრა. სრული ინტერვიუ შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე იხილოთ.

სხვა სტატიები