Belive

როი ჰოჯსონი საავადმყოფოშია | კრისტალ პალასს ახალი მწვრთნელი მოჰყავს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"კრისტალ პალასმა" როი ჰოჯსონის შემცვლელი იპოვა და მას ავსტრიელი სპეციალისტი, ოლივერ გლასნერი ჩაანაცვლებს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, გლასნერი მუშაობას მაშნვე დაიწყებს, როგორც კი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

კრისტალ პალასმა ბოლო 18 პრემიერლიგური მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგეს და ახლა გუნდი პოტენციურად, გავარდნის საფრთხის წინაშე დგას. ცნობები იმის შესახებ, რომ ამ კვირაში კლუბის მესვეურები ჰოჯსონის გაშვებას აპირებდნენ, ოთხშაბათს საღამოს გავრცელდა. ხუთშაბათი დღის ვარჯიშზე კი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების თვალწინ, როი ჰოჯსონი იმდენად შეუძლოდ გახდა, რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, მას საღამოს პრესკონფერენცია ჰქონდა დაგეგმილი. კრისტალ პალასი აცხადებს, რომ მწვრთნელი საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია, პრესკონფფერენცია კი გაუქმებულია.

რაც შეეხება ოლივერ გლასნერს, მისი მწვერვალი 2022 წელს ფრანკფურტის "აინტრახტთან" ერთად ევროპა ლიგის მოგებაა, მან გზიდან "ბარსელონა" ჩამოიცილა, ნახევარფინალში "ვესტ ჰემს" სძლია, ფინალში კი "რეინჯერსი" დაამარცხა.