Belive

როგორია უკრაინაში მყოფი ქართველი ფეხბურთელების მდგომარეობა?

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
24 თებერვალს, უკრაინის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო დაპირისპირების ფონზე საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. არსებულ ვითარებაში, მოვლენები მომენტალურად იცვლება, ამავე დროს რეგულარული ფრენები უკრაინის მიმართულებით შეზღუდულია. უკრაინაში, საქართველოს არაერთი მოქალაქე იმყოფება, მათ შორის ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც უკრაინის ჩემპიონატში თამაშობენ. როგორც Live.ge-სთვის გახდა ცნობილი, "ჩერნომორეცში" მოთამაშე ფეხბურთელები, ბექა ვაჩიბერაძე და გიორგი წიტაიშვილი ამჟამად კლუბის ბაზაზე იმყოფებიან და თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ ოდესური კლუბი მოლდოვაში გადაინაცვლებს და უკრაინას დატოვებს. სხვა ქართველ ლეგიონერებთან დაკავშირებით, ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, დამატებითი ცნობების მიღებისთანავე კი სტატია ავტომატურად განახლდება.  

სხვა სტატიები