როგორია დონარუმას ჯანმრთელობის მდგომარეობა? პარი სენ ჟერმენის განცხადება
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,მონაკოსთან'' მატჩში ჯანლუიჯი დონარუმას მიღებული ტრავმის შესახებ განცხადება გაავრცელა:
,,სახეზე მრავლობითი ჭრილობის შედეგად მიღებული ტრავმის შემდეგ, დონარუმა გუნდთან ერთად პარიზში ბრუნდება. დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და რამდენიმე დღე ვერ ივარჯიშებს.'' - წერია განცხადებაში
,,მონაკოსთან'' მატჩის მე-17 წუთზე ჯანლუიჯი დონარუმას ვილფრიდ სინგო ფეხით შეეჯახა. იტალიელ მეკარეს სახეზე 10 ნაკერი დასჭირდა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის 16 ტურის შემდეგ, ,,პარი სენ ჟერმენი'' 40 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,მარსელს'' 10 ქულით უსწრებს (მარსელის ანგარიშზე 1-ით ნაკლები მატჩია).
Point médical concernant Gianluigi Donnarumma. 📋⤵️@Aspetar
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) December 18, 2024