Belive

როგორ მოიპოვა ტიტუს ბრამბლმა ლეგენდარული რონალდოს მაისური

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ტიტუს ბრამბლს საკმაოდ დიდი შრომა დასჭირდა იმისათვის, რომ მატჩის შემდეგ ლეგენდარული რონალდოს მაისური მიეღო. 2001 წლის 6 დეკემბერს, ჯორჯ ბარლის "იფსვიჩი", რომელიც იმ დროისათვის პრემიერ ლიგის ფსკერზე იმყოფებოდა, უეფას თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში "ინტერს" დაუპირისპირდა. "სან სიროზე" გამართულ შეხვედრაში, კრისტიან ვიერის ბენეფისი შედგა - იტალიელი შემტევის ჰეთ-თრიკის შედეგად, "ინტერმა" "იფსვიჩი" დაამარცხა. "იფსვიჩის" ფეხბურთელები ინგლისში დამწუხრებული დაბრუნდნენ, თუმცა ტიტუს ბრამბლს გარჯა დაუფასდა და ბრაზილიელი რონალდოს მაისურის მოპოვება შეძლო. "იფსვიჩის" ყოფილი ფეხბურთელი - დარენ ბენტი, რომელიც აღნიშნული მატჩის დროს სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, ბრამბლის "თავგანწირვას" იხსენებს.

"უკანასკნელი 10 წუთის განმავლობაში, ტიტუს ბრამბლს საერთოდ არ ანაღვლებდა, თუ რა ხდებოდა მოედანზე. ის მხოლოდ რონალდოს დასდევდა და განუწყვეტლივ უმეორებდა: "მაისური, მაისური". მატჩის დასრულების შემდეგ, რონალდო გასახდელისკენ გაემართა - ბრამბლი მას გაეკიდა და მაისური მაინც გამოართვა".

სხვა სტატიები