Belive

როგორ აწვალეს რეალის ექიმებმა კილიან მბაპე?!

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

The Athletic უცნაურ ინფორმაციას ასაჯაროვებს - გამოცემა წერს, რომ რეალის სამედინო შტაბმა დიდი შეცდომა დაუშვა და კილიან მბაპეს მუხლზე არასწორი დიაგნოზი დაუსვა.

ექიმებმა, წინა წლის დეკემბერში, არასწორ ფეხზე ჩაატარეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. როდესაც მისი დაუზიანებელი მარჯვენა მუხლის სკანირების შემდეგ პრობლემა არ აღმოჩნდა, 27 წლის ფეხბურთელმა, რეალის რიგებში, სამ თამაშში მიიღო მონაწილეობა - სანამ შეცდომას მიხვდებოდნენ და გამოასწორებდნენ.

მბაპეს მუხლის პრობლემის პირველი ნიშნები 7 დეკემბერს, ლა ლიგაში, სელტა ვიგოსთან მატჩის შემდეგ გამოჩნდა. კლუბის სამწვრთნელო შტაბიდან მაშინდელი წყაროების ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მბაპემ მატჩში მუხლზე დარტყმა მიიღო.

10 დეკემბერს, მბაპე მანჩესტერ სიტისთან ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში, ბოლომდე სათადარიგო სკამზე დარჩა, თუმცა 2025 წელს დარჩენილ სამ თამაშში სრული 90 წუთი ითამაშა და საბოლოოდ, კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა, რაც კალენდარულ წელს 59 გოლის გატანას შეადგენდა. რეალურად, ამ თამაშების ჩატარება მბაპეს უდიდეს საფრთხეს უქმნიდა, ისედაც დაზიანებული მარცხენა მუხლზე ისეთი რამ დამართნოდა, რაც ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატს გამოატოვებინებდა.

ის, რომ მბაპეს რეალურად მარცხენა ფეხის მუხლი აწუხებდა, იანვრიდან გახდა ცნობილი, თუმცა უცნობია როგორ დაუშვეს მედიკოსებმა ასეთი უცნაური შეცდომა.

სხვა სტატიები