Belive

როდრი: "ის, რომ ატლეტიკოში ვთამაშობდი, ეს რეალში თამაშზე უარს ვერ მათქმევინებს"

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების 29 წლის ნახევარმცველმა - როდრიმ, ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ძირითადი თემა სანაკრებო მატჩები და ბოლო პერიოდში, ესპანურ და ინგლისურ მედიაში გავრცელებულ მთავარ ჭორი - მადრიდის რეალის ინტერესები და სიტის შესაძლო დატოვება იყო.

"მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელი დამრჩა. გარკვეულ მომენტში მოგვიწევს დავსხდეთ და ვისაუბროთ, თუმცა არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ლა ლიგაში დაბრუნება მინდა.

ლა ლიგას ისევ ვადევნებ თვალყურს, თუმცა პრემიერ ლიგა ჩემი სისუსტეა. ახლა ინგლისში ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, ძალიან მსურს ესპანეთში დაბრუნება.

ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ ჩემს შესაძლო ტრანსფერზე მადრიდის რეალში, ბევრი არაფრის თქმა შემიძლია და მსურს, გარდა იმისა, რომ ის ფაქტი, რომ ატლეტიკოში ვთამაშობდი, არ მიშლის ხელს, რომ რეალშიც ვითამაშო.

მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს უარს ვერ ეტყვით..." - როდრი

როდრიმ საფეხბურთო კარიერა ვილიარეალში დაიწყო, საიდანაც მადრიდის ატლეტიკოში გააგრძელა, იქიდან კი 2019 წელს მანჩესტერ სიტიში გადავიდა, დანარჩენი კი ნამდვილად დიდი ისტორიაა.

როდრი ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, ამ ყველაფრის შემდეგ კი ნახევარმცველმა შეძლო და 2024 წელს ოქროს ბურთი მოიგო.

სხვა სტატიები