როდის გააფორმებს ზიდანი საფრანგეთის ნაკრებთან კონტრაქტს? ზუსტი თარიღი ცნობილია
L'Equipe'ს ინფორმაციით საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასა და ზინედინ ზიდანს შორის კონტრაქტი მომავალ სამშაბათს, 28 ივლისს გაფორმდება - სპეციალისტი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხდება.
როგორც L'Equipe წერს, ზიდანი ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
მამლებს 2012 წლიდან დიდიე დეშამი წვრთნიდა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და, გარდა ამისა, მუნდიალისა და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლებიც მოიპოვა.
ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას 2021 წელს ჩამოშორდა. მანამდე იგი რეალში ორჯერ - 2016-2018 და 2019-2021 წლებში მუშაობდა. მისი მწვრთნელობის პერიოდში მადრიდულმა კლუბმა 11 ტიტული მოიპოვა, მათ შორის სამჯერ - ჩემპიონთა ლიგის თასი.
La succession de Didier Deschamps se précise : la prise de fonction de Zinédine Zidane comme sélectionneur de l'équipe de France devrait être officialisée mardi
— L'Équipe (@lequipe) July 22, 2026
➡️ https://t.co/fYIrcAWRyP pic.twitter.com/40RIxfEj47