Belive

რობინიო გაუპატიურებაში ბრალდების გამო დააკავეს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რობინიო გუშინ საკუთარ ქვეყანაში დააკავეს.

,,რეალის'', ,,მანჩესტერ სიტისა'' და ,,მილანის'' ყოფილ შემტევს ბრალად 22 წლის ალბანელი ქალის ჯგუფურად გაუპატიურებაში მონაწილეობა ედება. შემთხვევა 2013 წელს მილანის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.

მოსამართლის გუშინდელი გადაწყვეტილებით, დამტკიცდა, რომ რობინიომ 9-წლიანი სასჯელი, რომელიც 2017 წელს იტალიაში მიესაჯა, ბრაზილიაში უნდა მოიხადოს.

ბოლო წლების განმავლობაში რობინიოს ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმეჯერ გაასაჩივრეს, თუმცა მოსამართლემ მათი სარჩელი არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.

2022 წლის 4 ოქტომბერს იტალიის სასამართლომ ბრაზილიას რობინიოსა და მისი მეგობრის ექსტრადირება სთხოვა, თუმცა პასუხად უარი მიიღო. 2023 წლის თებერვალში იტალიელებმა მოითხოვეს, რომ ფეხბურთელს სასჯელის მოხდა ბრაზილიაში დაეწყო, რაც ბრაზილიურმა სასამართლომ ახლახან დააკმაყოფილა.

რობინიო ბრალდებას წლებია უარყოფს და ამტკიცებს, რომ მასსა და ქალს შორის დამყარებული სექსუალური კავშირი შეთანხმებული იყო.