Belive

რობერტსონი მესის წინააღმდეგ უხეშობას ნანობს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
1 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში "ლივერპული" და "ბარსელონა" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედრა კატალონიელებმა შინ 3:0 მოიგეს, ხოლო განმეორებითი მატჩი "მერსისაიდელთა" ტრიუმფით 4:0 დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში ენდრიუ რობერტსონი ლიონელ მესის წინააღმდეგ დაჯარიმდა. იმ დროს, როდესაც არგენტინელმა ფეხზე წამოდგომა სცადა, ენდრიუმ მას თავში ჩაარტყა და ისევ მოედანზე დააგდო.
ამასთან დაკავშირებით  შოტლანდიელმა ფეხბურთელმა მცირე კომენტარი გააკეთა: "არ ვიცი იმ მომენტში რა დამემართა. ძალიან დაძაბული ვიყავი. მას თავში ჩავარტყი და ისევ მოედანზე დავაგდე. მესი არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. იგივე სიტუაციაში რომ აღმოვჩნდე ასე ნამდვილად აღარ მოვიქცევი." "ჩემს საქციელს ვნანობ. ეს მესის არ დაუმსახურებია. ლიონელი ასეთ რამეს ჩემს მიმართ არასდროს იზამდა." შეგახსენებთ, რომ ამ დაპირისპირების შემდეგ კლოპის გუნდი ფინალში გავიდა და "ტოტენჰემს" 2:0 სძლია.

სხვა სტატიები