Belive

რობერტო მარტინესი: ,,VAR-ის გადაწყვეტილებები არათანმიმდევრული იყო''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, განაცხადა, რომ საქართველოსთან შეხვედრაში მსაჯმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო:

,,გოლის გატანას ვცდილობდით და რამდენიმე ეპიზოდში არ გაგვიმართლა. VAR-ის გადაწყვეტილებები არათანმიმდევრული იყო.

თუ ანტონიო სილვას დარღვევისთვის პენალტი დაინიშნა, მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ 27-ე წუთზე რონალდუს წინააღმდეგ თამაშის წესები უფრო მკაფიოდ დაირღვა.'' - რობერტო მარტინესი

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური გაიფორმა.

პლეი-ოფში ჩვენი გუნდის მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება, მატჩი კვირას, 30 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები